მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი ქართველი ნეაპოლში დააკავეს, სადაც ის კვარაცხელიას მატჩზე დასასწრებად ჩავიდა


ავტორი
Front News საქართველო
ნეაპოლში მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი ქართველი დააკავეს, რომელიც იტალიაში ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას მატჩზე დასასწრებად ჩავიდა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, დაკავებული საბერძნეთის ორი მოქალაქის მკვლელობის მცდელობისთვის 2012 წლიდან იძებნებოდა.
მისივე ცნობით, მამაკაცი ფეხბურთელის იმ ქართველ მხარდამჭერებს შორის იყო, რომლებიც ქალაქში ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი-ლაციოს მატჩზე დასასწრებად ქალაქში ჩავიდნენ.
38 წლის ქართველ მამაკაცს საბერძნეთში მკვლელობის მცდელობისთვის თავისუფლების 10 წლით აღკვეთა აქვს მისჯილი.
თაგები:
ხვიჩა კვარაცხელია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს