Logo

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კიბერთაღლითობის პრევენციისთვის

ბიზნესი-ეკონომიკა
542
Frontnews image description

გვსურს, მომხმარებლები გავაფრთხილოთ ახალი თაღლითური სქემის შესახებ, რომელსაც კიბერთაღლითები პირად ანგარიშებზე უკანონო წვდომის მოსაპოვებლად იყენებენ, – ამის შესახებ “თიბისი ბანკის” განცხადებაშია აღნიშნული.

 

“ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მოქალაქეებს სხვადასხვა ბანკის სახელით და ხშირად, ამავე ბანკის ნომრით უკავშირდებიან კიბერთაღლითები, რუსულ ენაზე ესაუბრებიან, ეცნობიან, როგორც ბანკის წარმომადგენლები და სთხოვენ ბარათისა და ანგარიშის დასაზუსტებლად სხვადასხვა დეტალის გაზიარებას.

 

გთხოვთ, განსაკუთრებით ყურადღებით მოეკიდოთ საბანკო თუ პერსონალურ ინფორმაციას და არ გაუზიაროთ ის მესამე პირს. საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ შესაბამის სამართალდამცავ სტრუქტურებს და დაგვიკავშირდით კონტაქტ ცენტრის (032 2 27 27 27) ან ინტერნეტმობაილბანკის საშუალებით.

 

საქმეში ჩართულები არიან სამართალდამცავი ორგანოები და ინფორმირებული არიან სატელეკომუნიკაციო ქსელები,  რათა თავიდან ავიცილოთ თაღლითების მხრიდან ბანკის ნომრის გამოყენებით მომხმარებლებთან დაკავშირება.

 

გარდა ამისა, თიბისის კიბერუსაფრთხოების გუნდი ყველა შესაძლო ზომას იღებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და უსაფრთხოდ შეძლოთ ჩვენი ფინანსური სერვისებით სარგებლობა. ამ მიზნით, აქტიურად ვთანამშრომლობთ  შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან კიბერ და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით.

 

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მომხმარებლების ინფორმირებულობა, რათა თავიდან ავიცილოთ თაღლითობის შემთხვევები”,- აღნიშნულია განცხადებაში.

 

(R)

თაგები:

თიბისი
Advertisement