
ავტორი
Front News საქართველო
გვქონდა ძალიან საინტერესო და მეგობრული შეხვედრა სენატორებთან – შაჰინთან და ჯონსონთან. ისინი განსაკუთრებით არიან დაინტერესებული იმ პროცესებით, რომლებიც ჩვენს რეგიონში ვითარდება, კონკრეტულად კი საქართველოში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც დელეგაციასთან ერთად აშშ-ში ვიზიტით იმყოფება.
მისი თქმით, დელეგაციამ მათ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ წარიმართება პროცესები რეგიონსა და საქართველოში.
"რა თქმა უნდა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ დიალოგის პროცესზე. იმ პროცესებზე, რომელიც დაკავშირებულია პარლამენტის ფუნქციონირებასთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მეგობრების მოსაზრებებისა და რჩევების მოსმენა და ბუნებრივია, ეს რჩევები და მოსაზრებები იქნება გათვალისწინებული, ჩვენი მხრიდან შემდეგი ნაბიჯების გადადგმის დროს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს