“მნიშვნელოვანია, 15 მაისს რაც შეიძლება მეტი თანამოქალაქე გამოვიდეს”


ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციამ დაიწყო კოორდინირებული მუშაობა, რომ 15 მაისს მოვიდეს რაც შეიძლება მეტი ადამიანი. მე არ ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებებს აქციები ხელს უშლის, რადგან უკანასკნელ რაუნდზე ვნახეთ, „ქართულმა ოცნებამ“ მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აქციაზე ბევრი ადამიანი მივიდეს.
„ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ჩვენი თანამოქალაქე გამოვიდეს 15 მაისს საპროტესტო აქციაზე და გააგონოს საკუთარი ხმა ხელისუფლებას. მათ შორის ის ადამიანები, ვისაც სურს, რომ ეს მოლაპარაკებები რაიმე შედეგით დასრულდეს. თუ გაგრძელდება მოლაპარაკებები, საზოგადოებრივი აქტიურობა ხელს შეუწყობს მოლაპარაკების რაიმე სხვა შედეგით დასრულებას, ვიდრე პირველ ორ რაუნდზე ვიხილეთ“, – განაცხადა სამადაშვილმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს