“მოდით მეგობრებო, დავიცავთ ჩვენ თავს, კონსტიტუციას, ნიკას მაინც ვერ დაიჭერენ”


ავტორი
Front News საქართველო
"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ისინი ელოდნენ ამ გადაწყვეტილებას.
"მოხდა ის რაც მოსალოდნელი იყო, მონა მოსამართლე სხვას ვერაფერს ვერ იზამდა, ჩვენ წინასწარ ვიცოდით რომ ასე იქნებოდა, აგერ დარბიან მობილიზაცია აქვთ სპეცრზმის. მივედით ბოლო კომპონენტამდე, მოდით მეგობრებო, დავიცავთ ჩვენ თავს, დავიცავთ ჩვენს კონსტიტუციას, ნიკას მაინც ვერ დაიჭერენ", – განაცხადა გიგი უგულავამ "ფორმულასთან".
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა და აღკვეთის ღონისძიება – გირაო შეცვალა. ბრალდება ენმ-ის თავმჯდომარისთვის სწორედ პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების გაუქმება მოითხოვეს. მოსამართლემ აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან შეკრებილი. პარალელურად კი პარტიის ოფისთან დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს