მოძრაობა - "მზიას თავისუფლებისთვის" დაფუძნდა


ავტორი
Front News საქართველო
მოძრაობა - "მზიას თავისუფლებისთვის" დაფუძნდა.
მოძრაობაში ერთიანდებიან ადამიანები, რომლებიც "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვენ.
ახლად დაფუძნებულ მოძრაობას უერთდებიან მზია ამაღლობელის კოლეგები - ჟურნალისტები და სხვა სფეროს წარმომადგენლები.
"ბოლო 30 წლის განმავლობაში, არ მახსოვს ასეთი რთული პერიოდი ჰქონოდეს თავისუფალ მედიას, როგორიც ახლა აქვს. მე არ ვიცი რა იქნება ხვალ, მაგრამ ვიცი რა ხდება დღეს, ერთ-ერთი ჩვენი კოლეგა, არის ციხეში. ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება ყოფილიყოს მზიას ადგილას და ჩვენ არ გვაქვს უფლება ყველაფერი არ გავაკეთოთ ჩვენი კოლეგის გამოსახსნელად “ქართული ოცნების“ რუსული რეჟიმის ტყვეობიდან.
ამ მოძრაობის მიზანია, რომ ჩვენ ვეუბნებით ივანიშვილის რუსულ რეჟიმს, კომისრებს და ადმინისტრატორებს, არ დაგითმობთ მზიას და თავისუფლებას, რომელიც ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანია. ყველაფერს გავაკეთებთ, დავგეგმავთ ღონისძიებებს და აქტივობებს, რომ მზია ვიხსნათ ტყვეობიდან, ასევე მაქსიმალური სიზუსტით დავაკვირდეთ სინდისის სხვა პატიმრების საქმეებს", - განაცხადა “მთის ამბების“ რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა.
მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თაგები:
მზია ამაღლობელი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა