
ავტორი
Front News საქართველო
მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქტივისტი ლაშა ქუთათელაძე, რომელიც პოლიციამ გუშინ საღამოს, ნამახვანში დაუმორჩილებლობის საბაბით დააკავა, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად არ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. სასამართლოში მის ინტერესებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავდა.
"რიონის ხეობაში, პოლიციის მიერ უკანონოდ დაკავებული პირი – ლაშა ქუთათელაძე, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არ ცნო სამართალდარმღვევად. კიდევ ერთელ დასაბუთდა პოლიციის აშკარა უკანონობა, რასაც რიონის ხეობაში ადგილობრივების მიმართ ახორციელებს. დაკავებულის ინტერესებს საიას ადვოკატი, სალომე სალდაძე იცავდა", – წერს საია-ს ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე ზაალ გორგიძე.
ერთი კვირაა, რაც პოლიციას ნამახვანისკენ მიმავალი გზა გადაკეტილი აქვს. სამართალდაცმველებმა რკინის ჯებირები მას შემდეგ აღმართეს, რაც ჰესის მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. დღეს ისინი არათუ ხალხმრავალ ჯგუფებს, იმ ხალხსაც კი არ უშვებენ რიონის ხეობის მოძრაობის კარვებთან, ვინც 4 თვეზე მეტია ამ კარვებში ცხოვრობს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს