Logo

მოძრაობა “სირცხვილია” – ვიკრიბებით 19:00 საათზე, პარლამენტის უკან, პატივი მივაგოთ ლექსო ლაშქარავას ხსოვნას

საზოგადოება
1568
Frontnews image description

“TV პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ხსოვნისთვის პატივის მისაგებად დღეს, 19:00 საათზე მოძრაობა “სირცხვილია” პარლამენტთან აქციას გამართავს. 

 

“დღეს ლექსო ლაშქარავა 38 წლის გახდებოდა. ლექსოს მკვლელობიდან 4 თვის შემდეგ, ორგანიზებული ძალადობის ხელმძღვანელები კვლავ დაუსჯელენი არიან. 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არავის აუღია.

 

ვიკრიბებით 19:00 საათზე, პარლამენტის უკან. პატივი მივაგოთ ლექსო ლაშქარავას ხსოვნას”, – წერს “სირცხვილია”. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები