მოემზადე, თიბისის განათლების ყველაზე მოთხოვნად პროგრამებზე რეგისტრაცია მარტიდან განახლდება


ავტორი
Front News საქართველო
ტექნოლოგიებითა და ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს, თიბისი, საგანმანათლებლო უფასო პროგრამებს სთავაზობს. მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ტექსკოლასა და კამპუსში, ონლაინ კურსებზე მიღება კვლავ განახლდება.
თიბისის ტექსკოლა ეს არის საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მე-9 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით, ტექნოლოგიებით დაინტერესებულ მოსწავლეებს, ცოდნის გაღრმავების საშუალებას აძლევს. აქ სფეროს წამყვანი სპეციალისტები, სკოლის მოსწავლეებს, შეასწავლიან – ვებგვერდების აწყობას (Front End: HTML, CSS) და მათ პროგრამირებას (Back End – Python), მობილური აპლიკაციების შექმნას, UI/UX დიზაინს, გრაფიკულ დიზაინს და ციფრულ მარკეტინგსა.
„თიბისი კამპუსი“ კი 18-24 წლის ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, როგორც ტექნოლოგიური, ისე ბიზნეს მიმართულებების შესახებ მიიღონ ან გაიღრმაონ ცოდნა. ამასთან, თიბისის მიზანია შექმნას უნივერსიტეტისგან განსხვავებული სივრცე, სადაც სტუდენტები, არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ და კამპუსის გავლის შემდეგ შეძლებენ არჩეული მიმართულებით კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებას. ეს დისციპლინებია: ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლები, მონაცემთა ანალიზი, გრაფიკული დიზაინი, UI/UX დიზაინი, მეწარმეობა და ბიზნესის დაგეგმარება, სარეკლამო კონტენტის შექმნა, საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია – SEO და ციფრული მარკეტინგი.
მაღალი ხარისხის განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით თიბისის ტექსკოლაში და კამპუსში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდანაა შესაძლებელი და სწავლის პროცესი სრულიად უფასოა. მთავარია მონაწილეებს ჰქონდეთ ახლის შემეცნების, განვითარების და ტექნოლოგიური სამყაროს მწვერვალებს მიღწევის სურვილი.
თვალი ადევნეთ პროგრამების რეგისტრაციის თარიღებს და სიახლეებს ვებგვერდზე: tbceducation.ge
(R)
თაგები:
თიბისი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს