“მოგიწოდებთ, გამოიყენოთ თქვენი ვიზიტი, რათა წაახალისოთ ქართული პოლიტიკური ძალები, დაუყოვნებლივ განაახლონ დიალოგი”


ავტორი
Front News საქართველო
ევროპარლამენტის წევრები საქართველოში პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ერთობლივ წერილს უგზავნიან და მოუწოდებენ, თბილისში ვიზიტის დროს პარტიათაშორისი დიალოგის განახლებაზე იმუშავოს.
„მოგიწოდებთ, გამოიყენოთ თქვენი ვიზიტი, რათა წაახალისოთ ქართული პოლიტიკური ძალები, დაუყოვნებლივ განაახლონ დიალოგი, რამაც ურთიერთგაგების მემორანდუმის დადება უნდა გამოიწვიოს, რომელიც ორიენტირებული იქნება საქართველოში თანამშრომლური და ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს განვითარებაზე. ტემპი და ნება, რომლითაც ქართული პოლიტიკური ელიტა დიალოგში კვლავ ჩაერთვება, ასახავს მათ სწრაფვას, დაადასტურონ საქართველოს გაცხადებული ევროპული მისწრაფებები.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ პროცესში საქართველოს სამოქალაქო სექტორს შეუძლია მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა იქონიოს. ამრიგად, ჩვენ მოგიწოდებთ აქტიურად ითანამშრომლოთ მათთან თქვენი ვიზიტის დროს“, – ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში, რომელსაც ხელს აწერენ: პეტრას აუსტრევიჩუსი, ანდრიუს კუბილიუსი, მარკეტა გრეგოროვა, ვიტოლდ იან ვაშიკოვსკი, ვიოლა ფონ კრამონი და მიხაელ გალერი.
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უკრაინასა და საქართველოს მარტში ეწვევა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს