
ავტორი
Front News საქართველო
მეუფე სპირიდონი ამჯერად რიონის ხეობის მცველებს აკრიტიკებს. სასულიერო პირის პროტესტი მაკა სულაძის იმ განცხადებამ გამოიწვია, სადაც მან განმარტა, რომ ჯვრის ტარებით უხერხულობას არ შეუქმნიდა აქციაზე მყოფ სხვა სარწმუნოების ადამიანებს.
“არ ვიცი ახლა რითი მოხდა ეს, უმეცრებით, გაუნათლებლობით, თუ ურწმუნოებით, ძალიან მძიმე ცოდვა იქნა ჩადენილი, რომ აი, ჯვრის ძალა იქნა დაგმობილი. იყო ნათქვამი, რომ აი, რომ სხვებს არ ეწყინოთო, მე ამ სიმბოლოს, ჯვარსო, აღარ ვატარებო. რწმენა, მამული და ენა – ახლა თქვენ გინდათ ეს გახლიჩოთ. მამული დავიცვათ ღმერთის ღალატის ხარჯზე? შენ რომ მოგაქვს ეროვნულ მოღვაწედ თავი და ვითომ წმინდა საქმეს ემსახურები, ის საქმე წმინდაა, მაგრამ არაწმინდად ემსახურები, შვილო. როცა შენ არ გაარჩევ ეშმაკს ღვთისაგან. მოგიწოდებთ, რომ ეს ცოდვა, რომელიც საჯაროდ იქნა განცხადებული, ასეთი მკრეხელობა, შენანებული იქნას საჯაროდ თქვენ მიერ და ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი!”- აცხადებს მეუფე სპირიდონი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს