“მოგიწოდებთ, შემოგვიერთდით 24 თებერვალს უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე 19:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან”

ავტორი
Front News საქართველო
თბილისში 24 თებერვალს დაგეგმილ აქციას საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებიც შეუერთდებიან.
როგორც “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ისინი აქციის თანაორგანიზატორები არიან.
“პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გახდა ჩვენი მეორე სახლი და ქართველ ხალხს. ახლოვდება რუსეთის უკრაინაში შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წლისთავი. 24 თებერვალს თითოეულმა უკრაინელმა გაიღვიძა იმის შეგრძნებით, რომ ფანჯრის იქით იყო სროლა, ისმოდა რაკეტების ხმა და იყო ომი. 1 წლის შემდეგ, 24 თებერვალს თბილისში მრავალათასიანი აქციის ორგანიზება ხდება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. უკრაინის მეომრების და იმ ხალხის მხარდასაჭერად, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისთვის, მათ შორის ქართველი მეომრების მონაწილეობით, რომლებიც გვეხმარებიან მშვიდობის დაცვაში.
24 თებერვალი ეს არის დღეს, რომელმაც გაყო მსოფლიო ორ ნაწილად, კეთილად და ბოროტად. ეს ტრაგიკული დღე გვახსენებს, როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო პირების დაღუპვას, გვახსენებს გაყოფილ ოჯახებს და იმ ბავშვებს, რომლებმაც დაკარგეს ბავშვობა. გვახსენებს მარიუპოლის, ბუჩის, ირპინის, ხერსონის, მიკოლაევისა და ხარკოვის ტრაგედიას, სხვა ქალაქებსა და სოფლებში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, რომლებიც დანგრეულია რუსი ოკუპანტების მიერ. ხალხი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინათ საკუთარი სახლები და გახიზნულიყო სხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში.
24 თებერვალს ჩვენ ვიწყებთ ისტორიის ახალ ფურცელს უკრაინის ისტორიაში. ბევრი ერი უჭერს მხარს უკრაინას ამ ბრძოლაში, რადგანაც ჩვენ ვიბრძვით ევროპის ნათელი მომავლისთვის და ზოგადად მსოფლიოსთვის. მადლობას ვუხდით ყველას, განსაკუთრებით, ქართველ ხალხს, რომელიც იბრძვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ დაწყებული 1990-იანი წლებიდან. განსაკუთრებით საქართველოს მოსახლეობისთვის ძალიან ახლობელია ჩვენი ტკივილი, ჩვენი სწრაფვა უკრაინის თავისუფლებისკენ. ამიტომ, მოვუწოდებთ თბილისელებს, საქართველოს სხვა ქალაქების მცხოვრებლებს 24 თებერვალს უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე შემოგვიერთდნენ, საღამოს 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან. ერთად გავიმარჯვებთ”, – განაცხადეს დღეს გამართულ ბრიფინგზე უკრაინის მოქალაქეებმა.
თაგები:
გიორგი ვაშაძე




