Logo

"მოგმართავთ ყველას, მოხვიდეთ დღეს, 19:00 საათზე ფილარმონიასთან და დაგვიჭიროთ მხარი" - დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების მიმართვა საზოგადოებას

პოლიტიკა
181
Frontnews image description

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები საზოგადოებას მიმართავენ, დღეს, 19:00 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბონ და მხარი დაუჭირონ, ბავშვებისთვის აუცილებელი წამლის და მკურნალობის მოთხოვნას.

"ჩვენო ძვირფასო თანამემამულეებო, დედებო და მამებო, შვილებო. ჩვენს შვილებს აქვთ დიუშენის კუნთოვანი დისტროფია. ეს არის მომაკვდინებელი დაავადება,  რომელიც ადრეულ ასაკში იწვევს კუნთების გაქრობას, ეტლში ჩაჯდომას და სიცოცხლის შემოკლებას. მათ ესაჭიროებათ წამლები და კვლევები, რომელთა უზრუნველყოფა მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია. სამწუხაროდ. სახელმწიფო არ იღებს ზომებს მათ გადასარჩენად და არც ჩვენს ხმას არ ისმენს. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს დარჩენილი სხვა გზა გარდა იმისა, რომ გამოვიდეთ ქუჩაში  და აქედან გავაგონოთ ხმა ხელისუფლებას. თითოეული თქვენგანის ჩვენს გვერდში დგომა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

შესაბამისად, მოგმართავთ ყველას, მიუხედავად თქვენი პოლიტიკური შეხედულებისა თუ პარტიული კუთვნილებისა, რომ მოხვიდეთ დღეს, 18 აპრილს 19:00 საათზე ფილარმონიასთან და დაგვიჭიროთ მხარი, რათა მოვითხოვოთ ბავშვებისთვის აუცილებელი წამალი და მკურნალობა.

ყველას ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს გისურვებთ", - აღნიშნულია მიმართვაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები