Logo

“მოიგონეს აბსურდი და უსაფუძვლო ბრალდება”

საზოგადოება
661
Frontnews image description

რიონის ხეობის მცველები შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც უწყებამ, გუმათჰესთან აღმართული რკინის ჯებირების დაზიანების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო. 

ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების სერიოზულად მიღება შეუძლებელია. ეს აბსურდი და უსაფუძვლო ბრალდებაა.

"ქვას არ ურტყამდა არავინ, ეს პირდაპირ აისახება იმ ადამიანების ხელებზე. მთელი ღამის განმავლობაში არ გაჩერებულა ხელების ბრახუნი კედელზე და მართლა მიადგათ ადამიანებს თავად დაზიანებები. 

მოიგონეს აბსურდი და უსაფუძვლო ბრალდება, რომ თითქოს დაზიანდა რკინის ჯებირი და ახლა, ორი კაცის იდენტიფიცირებას მოახდენენ სავარაუდოდ, რომელმაც ხელის დარტყმით გადაღუნა 5-მილიმეტრიანი რკინის ლითონი და თუ დააკავებენ, ამით დაგვაშინებენ დანარჩენებს, რომ აღარ შეწუხდნენ ხმაურით", –  აცხადებს გოლეთიანი.

აქტივისტები აცხადებენ, რომ ხელისუფლებისთვის "ჟეშტი" უფრო ღირებულია, ვიდრე ხეობა, რომელიც უკვე გადახნეს. 

"ეს ორი ჟეშტი, რომელიც არის აგლეჯილი მეტად ღირებულია, თუ ის მეტად ღირებულია, რაც დღეს რიონის ხეობაში ხდება? გადახნეს ყველაფერი და ბუნება გაანადგურეს. აქ არის მთავარი კითხვა დასასმელი"-აცხადებს ხეობის ერთ-ერთი მცველი ნუგზარ გოდოლაძე.

შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები