
ავტორი
Front News საქართველო
ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში ყოველწლიურად გლობალური ფულის კვირეული აღინიშნება. ინიციატივის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს ბანკის თანამშრომლები 150-ზე მეტ სკოლას ესტუმრნენ, სადაც V–XII კლასის მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების თემებზე ინტერაქციული და პრაქტიკული გაკვეთილები ჩაატარეს. შეხვედრებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო.
შეგახსენებთ, რომ ინიციატივა მიზნად ისახავს, დაეხმაროს ახალგაზრდებს ფინანსური საკითხების უკეთ გააზრებაში, სწორი ფინანსური ჩვევების ჩამოყალიბებასა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.
ინფორმაციისთვის, ინიციატივა წარმოადგენს ფულის გლობალური კვირეულის ნაწილს, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ინიცირებული პროგრამის „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფარგლებში ხორციელდება.
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს