
ავტორი
Front News საქართველო
ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეების მხარდასაჭერად, პანკისის ხეობაში გამართული სოლიდარობის აქციის გამო, აქციის ორგანიზატორს თემურ ცათიაშვილს დაემუქრნენ. ამის შესახებ მისი შვილი მარიამ ცათიაშვილი საუბრობს.
"მამაჩემი იყო წასული პანკისში, უნდა ჩაეტარიებინა აქცია, სოლიდარობა გამოეცხადებინა ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებისთვის. როდესაც ტელევიზიები წავიდნენ და აქციის მონაწილეები დაშლას აპირებდნენ, გამოჩნდა 15-კაციანი ჯგუფი, ყველაზე აქტიური იყო ვახო, იგივე ომარ ფარეულიძე, ბესლან ფარეულიძე და ვინმე ჩოფანაშვილი. აქედან, ბესლანი და ჩოფანაშვილი წინა დღეს, მამაჩემს შეხვდნენ, გზა გადაუკეტეს და უთხრეს: შენ ვინ ხარ, პანკისის ქისტების სახელით რომ აწყობ ამ აქციებსო. მოხდა დაპირისპირება, მამაჩემს დაემუქრნენ, მათ შორის სიცოცხლის ხელყოფაზეც", – განაცხადა მარიამ ცათიაშვილმა.
მარიამ ცათიაშვილი ფაქტის გამოძიებასა და ოჯახის უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს.
სოფელ ბირკიანში მცხოვრებლებმა, ნამოხვანჰესის წინააღმდეგ აქცია გამართეს, რომლის ორგანიზატორი თემურ ცათიაშვილი იყო, თუმცა იმის გამო, რომ ადგილობრივების განმარტებით, პოლიცია მათზე ზეწოლას ახდენდა, აქციაზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მივიდა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს