Logo

მოკლული 14 წლის გოგონას დედასა და ბიძას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

სამართალი
11.10.2023 / 22:54
Frontnews image description

რუსთავის სასამართლომ მოკლული 14 წლის გოგონას დედასა და ბიძას ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

 

ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა ასევე გოგონას გამტაცებელს, რომლის თქმით, “განზრახ მკვლელობას არ აღიარებას და მას არასრულწლოვანი არ ჰყავდა ცოლად, გოგონას დედა ეუბნებოდა, რომ ის 18 წლის იყო”.

 

საგარეჯოს სოფელ ლამბალოში 14 წლის გოგონა 6 ოქტომბერს მოკლეს.

 

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული არასრულწლოვნის ბიძისთვის.

 

მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.

თაგები:

მკვლელობა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები