“მოლაპარაკების მაგიდასთან ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს ჩვენი თავმჯდომარე ნიკა მელია”


ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ცალსახაა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს ჩვენი თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც დაპატიმრებულია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
"ხაზგასმით მინდა, ვთქვა, „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია არის ის, რომ პოლიტიკური კრიზისი უნდა განიმუხტოს, რადგან ჩვენ პასუხისმგებლობა აღებული გვაქვს ჩვენი მოქალაქეებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში, ნიკა მელიას, პოლიტპატიმრების გამოშვებასა და რიგგარეშე არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებაზე ვისაუბრებთ.
რაც შეეხება ღარიბაშვილთან საუბარს, დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო თანამეგობრობა ყურად იღებს იმ ძალიან მძიმე ფაქტს, რასაც ადგილი ჰქონდა ტელეკომპანია „პირველის“ სიუჟეტში. ამიტომ, მოლაპარაკებებზე მგონი, არ გაუჭირდებათ სხვა ადამიანის გამოშვება. ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ რიგგარეშე არჩევნები უმნიშვნელოვანესია, რომელიც არის შარლ მიშელის მიერ დატოვებულ ჩარჩო-შეთანხმებაში, მაგრამ ჩვენი პოზიცია ცალსახაა, მოლაპარაკების მაგიდასთან ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს ჩვენი თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც დაპატიმრებულია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს