მოლდოვას ყოფილი პრეზიდენტი კორუფციისა და სახელმწიფო ღალატის საქმეზე დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
მოლდოვას ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი, რომელიც სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი, 72 საათით დააკავეს, – ამის შესახებ მოლდოვის გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა მარიანა კიორპეკმა განაცხადა.
პროკურატურა კორუფციის, უკანონო გამდიდრებისა და სახელმწიფო ღალატის საქმეებს იძიებს, რომლის ფარგლებშიც დილიდან მოლდოვის ანტიკორუფციული პროკურატურა იგორ დოდონის სახლში და დამატებით 11 დაწესებულებაში ჩხრეკას აწარმოებს.
18 მაისს მოლდოვას გენერალურმა პროკურატურამ დოდონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ის მოლდოველი ოლიგარქისგან ვლადიმერ პლახოტნიუკისგან ქრთამის აღებაში იყო ეჭვმიტანილი. სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ასახულია, რომ ოლიგარქი ცდილობს, მაშინდელ მოლდოვის პრეზიდენტს გადასცეს შავი პაკეტი, რომელშიც სავარაუდოდ თანხა იდო.
მედიის თქმით, ამ ვიდეოს გამოჩენის შემდეგ დაიწყო გამოძიება, თუმცა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ დანაშაული თავდაპირველად ვერ გამოავლინა და სასამართლომ საქმის აღძვრაზე უარი განაცხადა. გასულ კვირას კი, კიშინიოვის სააპელაციო სასამართლომ სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა.
მოლდოვას ყოფილი პრეზიდენტი ყველა ბრალდებას უარყოფს.
თაგები:
მოლდოვა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს