მოლდოვაში ბელარუსის მოთხოვნით, უკრაინელი დეპუტატი დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
მოლდოვის მესაზღვრეებმა უკრაინის უმაღლესი რადას უპარტიო დეპუტატი ევგენი იაკოვენკო დააკავეს. დაკავება ბელარუსის მოთხოვნით განხორციელდა, – წერს Deschide.MD.
იაკოვენკო ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
კიშინიოვში ინტერპოლის ბიუროს ხელმძღვანელმა ვიორელ ტენტუმ განაცხადა, რომ ოფიციალური მინსკი სახალხო დეპუტატს მექრთამეობასა და კორუფციაში ადანაშაულებს და მის ექსტრადიციას ითხოვს.
ევგენი იაკოვენკო უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი 2019 წელს დონეცკის ოლქში გამარჯვების შემდეგ გახდა. მაშინ პოლიტიკოსი მისმა კონკურენტმა მედვედჩუკის პარტიიდან „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ ქრთამის აღებასა და გაყალბებაში დაადანაშაულა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს