მოლდოვაში მამაკაცმა არჩევნების დროს რუსეთის საელჩოს “მოლოტოვის კოქტეილები” ესროლა


ავტორი
Front News საქართველო
მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვში 54 წლის მამაკაცმა რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბანია გახსნილი, ორი მოლოტოვის კოქტეილი ისროლა.
სამართალდამცველების განცხადებით, დაკავების დროს მამაკაცმა რუსეთის საელჩოს ღობეზე მოლოტოვის ორი კოქტეილის გადასროლა მოახერხა, ამის შემდეგ ის მაინც დააკავეს.
დაკავებული მოლდოვის მოქალაქე აღმოჩნდა, რომელიც ამტკიცებს, რომ ის ასევე რუსეთის მოქალაქეა და რუსეთის ხელისუფლების ქმედებებით უკმაყოფილოა.
რუსეთის საელჩომ სამართალდამცველებს დაკავებულის “მკაცრი დასჯისკენ” მოუწოდა.
15-17 მარტს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. “არჩევნების” შემდეგ პუტინი ხელისუფლებაში მინიმუმ 2030 წლამდე რჩება.
თაგები:
მოლდოვა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს