მოლდოვის პარლამენტმა გეორგიევსკის ლენტის, ასევე Z და V სიმბოლოების გამოყენების აკრძალვის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა


ავტორი
Front News საქართველო
მოლდოვის პარლამენტმა გეორგიევსკის ლენტი კანონით აკრძალა. 101-დეპუტატიან პარლამენტში კანონპროექტს მხარი 53-მა დაუჭირა მხარი, ერთმა თავი შეიკავა.
შესაბამისი ცვლილება მოლდოვის სისხლის სამართლის კოდექსში შევა. კერძოდ, უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში აიკრძალება როგორც გეორგიევსკის ლენტი, ასევე Z და V ნიშნების. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, აკრძალული იქნება ამ სიმბოლოების დამზადება, გაყიდვა, გავრცელება და ასევე, საჯაროდ გამოყენება.
კანონის დამრღვევს 226-დან 452 ევრომდე ჯარიმის გადახდა მოუწევს და 30-დან 60 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას გასწევს.
ახალ კანონს მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ უნდა მოაწეროს ხელი.
თაგები:
მოლდოვა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს