“მოლოდინი არ უნდა გვქონოდა, რომ ერთ შეხვედრაზე შედგებოდა რამეზე შეთანხმება”


ავტორი
Front News საქართველო
დღევანდელ შეხვედრაზე მოლოდინი არ უნდა გვქონოდა, რომ ერთ შეხვედრაზე შედგებოდა რამეზე შეთანხმება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევთანხმდით განსახილველი საკითხების ჩარჩოზე, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მონაწილეობით ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრის შემდეგ დავით ბაქრაძემ განაცხადა.
"ცალსახად კარგია, რომ გაჩნდა სივრცე შეხვედრისთვის, ურთიერთობისთვის და დიალოგისთვის. ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ ამ დიალოგში განსახილველ საკითხებში მაგიდაზე დევს ყველა საკითხი, მათ შორის პატიმრების გათავისუფლების საკითხი, მათ შორის რიგგარეშე არჩევნები, საარჩევნო რეფორმა, სასამართლოს რეფორმა და ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოში მნიშვნელოვანია პოლიტიკური კრიზისის ნორმალიზაციისთვის.
დღევანდელ შეხვედრაზე მოლოდინი არ უნდა გვქონოდა, რომ ერთ შეხვედრაზე შედგებოდა რამეზე შეთანხმება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევთანხმდით განსახილველი საკითხების ჩარჩოზე", – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს