Logo

“მოლოდინი იმისა, რომ გონივრული გადაწყვეტილება იქნება მიღებული ხელისუფლების მხრიდან, ნამდვილად არ მაქვს”

Frontnews image description

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი აცხადებს, რომ მელია პოლიტიკური პატიმარტია და მასთან მიმართებით, ყველა სახის აღკვეთი ღონისძიება უნდა გაუქმდეს, თუმცა მას სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვს. 

"მოსამართლე იმსჯელებს ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების დაპატიმრების განგრძობადობასთან დაკავშირებით. ძალიან მიჭირს პროგნოზის გაკეთება, ვინაიდან აღნიშნული სასამართლო პროცესი გასულია სამართლებრივი სივრციდან. მოსამართლე რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, იქნება ეს ნიკა მელიას გათავისუფლება პატიმრობიდან, თუ ამ უკანონო პოლიტიკური პატიმრობის გაგრძელება, ეს იქნება ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც გაჟღერდება მოსამართლის მიერ. 

მოლოდინი იმისა, რომ გონივრული გადაწყვეტილება იქნება მიღებული ხელისუფლების მხრიდან, ნამდვილად არ მაქვს, ვინაიდან ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ნიკა მელია იმყოფება უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაში"-განაცხადა კონდახაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას პროცესი დაიწყო. დატოვებს თუ არა პატიმრობაში ნიკა მელიას მოსამართლე, ნინო ჩახნაშვილი ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

ნიკა მელია საქალაქო სასამართლოში უკვე მიიყვანეს. მის მხარდასაჭერად საქალაქო სასამართლოსთან დილიდან იკრიბებიან,  სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები