Logo

“მომლაპარაკებელი არ უნდა იყოს ირაკლი ღარიბაშვილი, თავად მოიფიქრონ ვინ იქნება”

საზოგადოება
830
Frontnews image description

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ "ოცნების" მხრიდან მოლაპარაკებების მთავარი სპიკერი პრემიერ-მინისტრი არ უნდა იყოს.

მისივე თქმით, ვადამდელ არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს.

"ეს არ უნდა იყოს ირაკლი ღარიბაშვილი, თავად მოიფიქრონ ვინ იქნება მომლაპარაკებელი. რაც შეეხება თავად კომპრომისს, გუშინ რა განცხადებაც მოვისმინეთ ჩვენ ის, რომ პლებისციტი მათთვის მიუღებელია, კი ბატონო. პლებისციტი ჩვენგან შეთავაზებული იყო რამდენიმე თვის წინ ოპოზიციის მიერ, როგორც ერთ-ერთი გამოსავალი ვარიანტი, რომ მივსულიყავით ვადამდელ არჩევნებამდე. თუ არ სურთ პლებისციტი, მთავარი მოთხოვნა არის ვადამდელი არჩევნები, ყოველგვარი შემოვლითი გზების გარეშე, რაც შეიძლება მალე და კიდევ ერთი, დღეს არ მგონია "ქართული ოცნება" იმ მდგომარეობაში იყოს, რომ ოპოზიციას რამე უკარნახოს", – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

თაგები:

Advertisement