მომსახურების სააგენტოს ახალციხის სტრუქტურულ ერთეულში მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი შეჩერებულია


ავტორი
Front News საქართველო
დიდთოვლობის გამო მომსახურების სააგენტოს ახალციხის სტრუქტურულ ერთეულში სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი) შეჩერებულია. ინფორმაციას მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
“პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე ჩაწერილი კანდიდატების მიმართ დისკვალიფიკაცია არ გავრცელდება და გადახდილი თანხა სრულად შეუნარჩუნდებათ. კანდიდატებს, გამოცდაზე გასვლის კონკრეტული თარიღის შესახებ, დეტალური ინფორმაცია ეტაპობრივად ეცნობებათ. გაითვალისწინეთ, რომ დიდთოვლობის გამო, შესაძლოა, სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებშიც საგამოცდო პროცესი შეფერხდეს. გთხოვთ, გამოცდაზე გასვლამდე, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე – 1272“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
მომსახურების სააგენტო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს