მონაზონზე თავდასხმის საქმეზე ორი პირი დააკავეს

ავტორი
Front News საქართველო
ხაშურში, ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი თავდასხმის საქმეზე ორი პირი დააკავეს.
გუშინ საღამოს უცნობი პირები მონასტერში შეიჭრნენ და 70 წლის მონაზონს თავს დაესხნენ, მას მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული და კლინიკაშია გადაყვანილი.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 179-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და გაუპატიურებას გულისხმობს.
თაგები:
ხაშური




