Logo

მორავეცკი – საქართველო 2008 წელს და ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წელს იყო ჩვენი ისტორიის ახალი ერის დასაწყისი

პოლიტიკა
1013
Frontnews image description

პოლონეთს ეჭვი არ ეპარება, რომ საქართველო 2008 წელს და ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წელს იყო ჩვენი ისტორიის ახალი ერის დასაწყისი, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ფინეთის პრემიერ-მინისტრ სანა მარინთან შეხვედრისას განაცხადა.

 

“ეჭვი არ გვეპარება, რომ რუსული გაზი ისეთივე სახიფათოა, როგორც რუსული ტანკები. ეჭვი არ გვეპარება, რომ პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე ჰიბრიდული თავდასხმა იყო რუსეთის ქმედებების პრელუდია. პოლონეთმა ააშენა კედელი ბელარუსის საზღვართან და ვაპირებთ, ავაგოთ ბარიერი პოლონეთ-რუსეთის საზღვარზე კალინინგრადის რეგიონში. 

 

ჩვენი საზღვრის უსაფრთხოება ადგილობრივი საკითხი არ არის და გლობალური განზომილება აქვს. ნატო არის ყველაზე ძლიერი სამხედრო კავშირი ისტორიაში, მაგრამ ძალა ეყრდნობა ყველა სახელმწიფოს ძალას და სოლიდარობას“, – განაცხადა მატეუშ მორავეცკიმ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები