
ავტორი
Front News საქართველო
მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას გიული ალასანია გამოეხმაურა. მისი თქმით, არც მას და არც მიხეილ სააკაშვილს სხვა არანაირი მოლოდინი არ ჰქონდა.
“არავითარი სხვა მოლოდინი მე არ მქონია და არც ჩემს შვილს იმიტომ, რომ ეს მოლოდინი რა პირობებშიც ჩვენ ვცხოვრობთ სხვა გადაწყვეტილება არ შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო. შემდეგი იქნება სტრასბურგი”, – განაცხადა გიული ალასანიამ.
საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე სხდომა დასკვნითი სიტყვებით განახლდა.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს