
ავტორი
Front News საქართველო
არ არსებობს არცერთი პრეცედენტი და მტკიცებულება იმისა, რომ ვინმე დღეს პირდაპირ თუ ირიბად ერეოდეს ჩვენს საქმიანობაში, გარდა იმ საჯარო განცხადებებისა ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან, – ამის შესახებ “იმედს” მოსამართლე ლაშა მაღლაკელიძემ განუცხადა.
“ისინი სრულიად დაუსაბუთებლად, არაობიექტურად და მტკიცებულებების გარეშე ამბობენ, რომ სასამართლო დღეს არ არის დამოუკიდებელი. ეს არის ერთგვარი არაპირდაპირი ჩარევა სხვა მოსამართლეების საქმეებში, რომლებიც შესაძლოა, დღეს ამ ზეწოლას დაექვემდებარონ იმ კუთხით, რომ თუ ისინი არ მიიღებენ რაღაც გადაწყვეტილებას, შეიძლება მათაც დაუწესდეს სანქციები“, – აცხადებს ლაშა მაღლაკელიძე.
აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.
თაგები:
სანქციები
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს