
ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე განცხადების გაკეთებას თუ მოისურვებს, წინააღმდეგი არ ვიქნები – ამის შესახებ მოსამართლეთა კოლეგიის ერთ-ერთი წევრი მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი აცხადებს.
მისი განცხადებით, მოსამართლეთა ინტერესებში შედის, რომ განსახილველი საქმის ფიგურანტი სხდომას ესწრებოდეს.
კითვაზე, მისცემენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე მიმართვის გაკეთების შესაძლებლობას, ლიანა ორკოდაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის შემთხვევა განსაკუთრებულია.
“საერთოდ, სასამართლო სხდომა არ არის პოლიტიკური სხდომა, მაგრამ რადგანაც ჩვენ საქმე გვაქვს გამორჩეულ შემთხვევასთან, აქ საუბარია მესამე პრეზიდენტზე, ამასთან, არის ეჭვები, რომ ის სპეციალურად არ მოყავთ, ამ საქმის განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, თუ მას მოიყვანენ, მას რომ საშუალება მიეცეს, რომ გააკეთოს გარკვეული განცხადება, მე ამის წინაღმდეგი არ ვიქნები და მგონია, რომ წინააღმდეგი არც ჩემი კოლეგები იქნებიან”, – განაცხადა ორკოდაშვილმა “ტვ პირველთან” ინტერვიუში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს