მოსამართლემ გიორგი ბახუტაშვილს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბახუტაშვილი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა და სიტყვიერი შენიშვნა გამოეცხადა.
თავად ბახუტაშვილი მის მიმართ ბრალდებას – პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მას არ გაუგია მის მიმართ პოლიციელის მოწოდება.
“კატეგორიულად არ ვეთანხმები ბრალდებას. მთელი იქ ყოფნის განმავლობაში, საკმაოდ გვიან მივედი, უკვე 30 თენდებოდა, აქციაზე და არც ერთი მოწოდება არ გამიგია. ერთადერთი გასაუბრება მქონდა პოლიციელთან, რომელიც მიათრევდა გულწასულ ადამიანს და ვემუდარებოდი, რომ არ წაეყვანა და არ დაეკავებინა ეს ადამიანი იმიტომ, რომ ასეთ მდგომარეობაში იყო და ვცდილობდი ამეხსნა, რომ მისთვისაც ცუდი იქნებოდა, თუ ხელში ჩააკვდებოდა ეს ადამიანი. არც გზაზე გადავღობებივარ, უკნიდან მივყვებოდი და თხოვნით შემოვიფარგლებოდი, ფიზიკურადაც არ შევხებივარ. მაგ დროს უკნიდან გავიგე გინება და მომხვდა რაღაც საგანი, სავარაუდოდ ხელკეტი და მეც გამიყენეს იმ ბიჭის გზას, ვისზეც ვთხოვდი, რომ არ დაეკავებინათ”, – განაცხადა გიორგი ბახუტაშვილმა სასამართლო პროცესზე.
მსახიობი 30 ნოემბერს დააკავეს.
თაგები:
გიორგი ბახუტაშვილი