
ავტორი
Front News საქართველო
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირი კვლავ პატიმრობაში რჩება.
დღევანდელ სხდომაზე ადვოკატებმა ბრალდებულების, გიორგი სახელაშვილისა და სულიკო საყევარაშვილის თავდებით გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს და 2 300 ხელმოწერა წარმოადგინეს. ამასთან, დაცვის მხარის განმარტებით, ბრალდებულ გიორგი სახელაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხის პირობებში დამძიმდება.
მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებულები კვლავ პატიმრობაში დატოვა.
მომდევნო პროცესზე მხარეები საქმეში არსებულ მტკიცებულებებს წარმოადგენენ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს