“მოსამართლეთა დანიშვნების გაგრძელება არ არის 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება”

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გადადოს 26 მაისს დაგეგმილი მოსამართლეთა კონფერენცია და შეწყვიტოს დანიშვნები იუსტიციის საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში.
როგორც კელი დეგნანმა პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მოსამართლეთა მიმდინარე დანიშვნები არ შეესაბამება 19 აპრილს პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას.
"საბჭოს წევრებისა, თუ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნების გაგრძელება არ არის 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ, შეექმნათ რეალური რეფორმები, როგორც უმაღლეს საბჭოში არჩევისა და დანიშვნების პროცესში, ისე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის პროცესში.
ეს დანიშვნები უნდა გაგრძელდეს ახალი, გაძლიერებული სისტემის მიხედვით, რაც ინკლუზიური დებატების შედეგად მიიღწევა. ამიტომ მოვუწოდებთ საბჭოს გადადოს მოსამართლეთა დაგეგმილი კონფერენცია", – განაცხადა ელჩმა.
მისივე თქმით, აშშ დიდი ხანია მუშაობს, რათა გაძლიერდეს საქართველოს სასამართლო სისტემა და გახდეს უფრო დამოუკიდებელი.
"ჩვენ ვიხილეთ ბევრი კარგი პროკურორი, მოსამართლე, თუ ადვოკატი, რომელთაც შეუძლიათ კანონი არაპარტიულად, პოლიტიკური ჩარევის გარეშე, ეთიკური სტანდარტებით გამოიყენონ. ჩვენ დავინახეთ პროგრესი სასამართლოს პირველი და მესამე ტალღის რეფორმის დროს. ზოგიერთი მნიშვნელოვანი ელემენტი მესამე და მეოთხე ტალღის, არ იყო გათვალისწინებული საბოლოო ვერსიაში, რაც ჩვენთვის იმედგამაცრუებელი იყო.
მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს 19 აპრილს, რათა გაეუმჯობესებინათ და სისტემა უფრო დამოუკიდებელი გაეხადათ. ეს პროცესი დროს მოითხოვს, ქართველები ამაზე 20 წელია მუშაობენ და ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი და აშშ მზადაა ყოველთვის, რომ მათ დახმარება გაუწიოს, გააგრძელოს მართლმსაჯულების გაძლიერება", – განაცხადა დეგნანმა
თაგები:





