Logo

მოსამართლეთა კონფერენცია პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

Frontnews image description

მოსამართლეთა კონფერენცია, სადაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევ 4 მოსამართლე წევრს უნდა უყარონ კენჭი, პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. 

იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან მოძრაობა "სირცხვილია" აქციას "კლანი უნდა დასრულდეს" მართავს. აქტივისტები მოითხოვენ, რომ შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებამდე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის პროცესი შეჩერდეს.

ცოტა ხნის წინ, ადგილზე შელაპარაკება იყო "სირცხვილიას" აქტივისტებსა და საბჭოს წევრ ირაკლი შენგელიას შორის. 

"კლანი არ არსებობს. სასამართლო სისტემაში არ არსებობს, ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ. სხდომის გადადება/არგადადების საკითხი სხდომაზე გადაწყდება. თუ მოსამართლეთა კონფერენცია გადაწყვეტს, რომ სხდომა უნდა ჩატარდეს, ჩატარდება. რა კლანის მითითებები, რაზე მელაპარაკებით?"-აცხადებს ირაკლი შენგელია.

თაგები:

Advertisement