
ავტორი
Front News საქართველო
ხმათა უმრავლესობით მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის საბჭოს 4 ახალი მოსამართლე წევრი – თემურ გოგოხია, ბადრი შონია, გოჩა აბუსერიძე და ლევან მიქაბერიძე აირჩია.
ისინი ივნისში საბჭოს იმ წევრებს ჩაანაცვლებენ, რომლებსაც უფლებამოსილების ვადა ეწურებათ.
"ნდობა გამომიცხადეს. აღნიშნული ჩემთვის წარმოადგენს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას. ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ სასამართლო იყოს უკეთესი, ვიდრე დღეს არის", – განაცხადა გოჩა აბუსერიძემ.
არჩევის პროცესი პროტესტის პარალელურად მიმდინარეობდა. "სირცხვილი" – სკანდირებდნენ აქტივისტები.
"ზუსტად ის მოხდა, რაც უნდოდა სასამართლოს, კლანს და "ქართულ ოცნებას". 4 მოსამართლე წევრი აირჩიეს და აირჩიეს 4 წლის ვადით ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო, არ გვაქვს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და ყველაფერი წყდება იმის მიხედვით, რა სურვილებიც აქვს "ქართულ ოცნებას" და სასამართლოში მოქმედ კლანს"-განაცხადა აქტივისტმა ნოდარ რუხაძემ.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მოწოდებების მიუხედავად, მოსამართლეებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის პროცესი არ შეაჩერეს. კონფერენცია იუსტიციის სკოლაში დილიდან აქციის ფონზე მიმდინარეობდა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს