Logo

“მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის ჩატარების საჭიროება გამომდინარეობს კანონის მოთხოვნიდან”

საზოგადოება
843
Frontnews image description

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი საბჭოს მიერ, 26 მაისს ჩანიშნულ XXIX რიგგარეშე კონფერენციას, რომელზეც დაგეგმილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის არჩევა, კანონის მოთხოვნით ხსნის.

"მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის ჩატარების საჭიროება გამომდინარეობს კანონის მოთხოვნიდან, ვინაიდან ივნისის თვეში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, მათ შორის 4 მოსამართლეს გასდის ვადა. კანონი არ ითვალისწინებს ამ წევრების ვადის გაზრდის რაიმე შესაძლებლობას ან პროცედურას და სასამართლო სისტემა და მოსამართლეთა კონფერენცია ვალდებულია, რომ აირჩიოს წევრები.

იუსტიციის საბჭოში შეიძლება გულისხმობს, საბჭოს მიერ რაღაც პროცედურების ჩატარებას, არ ვგულისხმობ, რომ ამ ჩანაწერით იგულისხმება, საბჭოს წევრების არჩევის შეჩერება"- აცხადებს მარსაგიშვილი.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები