მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი და არა მხოლოდ - დრონებით მასშტაბურმა თავდასხმამ რუსეთის აეროპორტების პარალიზება გამოიწვია


ავტორი
Front News საქართველო
შაბათს, 23 აგვისტოს, რუსეთის რიგმა აეროპორტებმა შეწყვიტეს თვითმფრინავების მიღება და გაშვება უცნობი დრონების თავდასხმის გამო, - ინფორმაციას რუსული Telegram არხები ავრცელებენ.
კერძოდ, "როსავიაციამ" გამოაცხადა ფრენების შეჩერების შესახებ სარატოვის, ვოლგოგრადის, კალუგის, ტამბოვის, ნიჟნი ნოვგოროდის, ულიანოვსკის, კიროვის, ნიჟნეკამსკის, ყაზანის და მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტშიც კი, რომელმაც მოგვიანებით სავარაუდოდ, მგზავრების მომსახურება გააგრძელა.
გარდა ამისა, რუსული მედიის ცნობით, არსებული ვითარების შედეგად, პულკოვოს აეროპორტში 40-ზე მეტი რეისი გადაიდო.
მოსკოვის მერის განცხადებით, ჩამოგდებულია ერთი დრონი, სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორი კი აცხადებს, რომ ორი დრონი ჩამოაგდეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ კალუგის, ბრიანსკის, ნოვგოროდის, ლენინგრადის, ტვერის, სმოლენსკის და ტულის ოლქების თავზე 32 დრონი გაანადგურეს.
ეს არის არის პირველი შემთხვევა, როდესაც დრონების თავდასხმის გამო რუსეთის აეროპორტებში კოლაფსი შეიქმნა.
თაგები:
რუსეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს