მოსკოვის, კურსკის და ბელგოროდის ოლქებში დრონების თავდასხმების შედეგად შენობები დაზიანდა


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის მოსკოვის, კურსკის და ბელგოროდის ოლქებში 1 სექტემბრის დილით დრონების თავდასხმების შესახებ განაცხადეს, დაზიანებულია შენობები.
ამის შესახებ მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა და კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა განაცხადეს.
სობიანინის თქმით, ერთი დრონი საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს.
მოსკოვის მერმა ასევე განაცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან და ნგრევა არ არის, ამასთან, აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახური მუშაობდა.
დრონების გამო დომოდედოვოს და ვნუკოვოს აეროპორტებში დროებითი შეზღუდვები დაწესდა.
კურსკის ოლქში ორი დრონის თავდასხმის შესახებ განაცხადეს, დაზიანდა შენობები. მომხდარში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებენ.
“დილით კურჩატოვს თავს დაესხა ორი უკრაინული დრონი. დაზიანდა საოფისე შენობა და საცხოვრებელი კორპუსი”, – განაცხადა ადგილობრივმა გუბერნატორმა.
მისივე თქმით, ადგილზე მივიდნენ სპეციალისტები ზარალის ოდენობის შესაფასებლად და “დეტალები ზუსტდება”.
ასევე მოგვიანებით, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა დრონის თავდასხმის შესახებ.
მისი თქმით, სავარაუდოდ, “საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობდა” და “არანაირი მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა”.
თაგები:
ბელგოროდი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს