მოსკოვის სასამართლომ მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა


ავტორი
Front News საქართველო
მოსკოვის ბასმანის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლი “ქართული ლეგიონის” ლიდერს მამუკა მამულაშვილს ორთვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
რუსული მედია წერს, რომ ორთვიანი პატიმრობის ათვლა მისი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ექსტრადიციისა ან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაკავების მომენტიდან დაიწყება.
“მამულაშვილზე ფედერალურ და საერთაშორისო ძებნილთა სიაშია შეყვანილი”, – წერს TASS.
რუსეთი მამულაშვილს დაქირავებული მებრძოლების რეკრუტირებასა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მედიის საშუალებით სიძულვილის გაღვივებას სდებს ბრალად.
თაგები:
მამუკა მამულაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს