Logo

მოსკოვის ცენტრში ძლიერი ხანძარია

მსოფლიო
1106
Frontnews image description

მოსკოვში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. რუსეთის დედაქალაქის ცენტრი კვამლმა მოიცვა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

ხანძარი მოსკოვის ცენტრში რკინიგზის სადგურთან გაჩნდა. ზოგიერთი მედიის ცნობით, კომსომოლსკაიას მოედანზე საწყობი იწვის.

 

სოციალურ ქსელში წერენ, რომ ყვავილების მაღაზია იწვის.

 

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განაცხადა, რომ მომხდარს სირთულის მეორე ხარისხი მიანიჭეს. ცნობილია, რომ შვიდი ადამიანი გადაარჩინეს. შენობაში სავარაუდოდ, ადამიანები კიდევ იმყოფებიან.

Advertisement