მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში პრიგოჟინის ბუნტის გამო ანტიტერორისტული ოპერაცია გამოცხადდა


ავტორი
Front News საქართველო
მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში, “ვაგნერის” ლიდერის ევგენი პრიგოჟინის ამბოხების გამო კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი შემოიღეს.
“მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე შესაძლო ტერორისტული აქტების შესაჩერებლად, შემოღებული იქნა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“, – წერს რუსული მედია.
ასევე, ასეთი რეჟიმი შემოიღეს რუსეთის ვორონეჟის ოლქში.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ “ვაგნერის” მებრძოლებს მიმართა. შოიგუს უწყებაში ამტკიცებენ, რომ დაქირავებულები “ჩაითრიეს” პრიგოჟინის “კრიმინალურ ავანტიურაში” და ბევრი “ვაგნერელი” სავარაუდოდ, უკვე დაბრუნდა თავიანთ განლაგების პუნქტებში.
“გთხოვთ გამოიჩინოთ წინდახედულობა და რაც შეიძლება მალე დაუკავშირდით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ან ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს. ჩვენ ვაძლევთ ყველას უსაფრთხოების გარანტიას“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსული მედია წერს, რომ მოსკოვის შესასვლელთან საგზაო ბლოკპოსტებია განლაგებული, ასევე რუსეთის დედაქალაქში შეიყვანეს უსაფრთხოების ძალები და გვარდიელები. გარდა ამისა, მოსკოვის შესასვლელებთან შენიშნეს სამხედრო ტექნიკა.
ასევე ცნობილია, რომ შექმნილი ვითარების გამო ვლადიმერ პუტინი საზოგადოებას მიმართავს.
გუშინ “ვაგნერელების” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ დემარში გამოაცხადა. მისი ჯარები შევიდნენ დონის როსტოვში და აიღეს რუსეთის ფედერაციის სამხრეთ ოლქის შენობა.
თავად პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მოლაპარაკება ჰქონდა თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან და გამოაცხადა, რომ “უკანონობასთან გასამკლავებლად” “მოსკოვში მიდის“.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს