მოსკოვში ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის ავტომანქანა ააფეთქეს


ავტორი
Front News საქართველო
მოსკოვის გარეუბანში პუტინის პროპაგანდისტის ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის ავტომანქანა ააფეთქეს.
თვითმხილველების თქმით, Land Cruiser Prado-ს ჯიპი მოძრაობის დროს აფეთქდა. საჭესთან მყოფი ქალი ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილი დარია დუგინაა.
რუსი პროპაგანდისტების თქმით, აღნიშნული მანქანით პუტინის კონსულტანტი ალექსანდრე დუგინი უნდა ყოფილიყო, თუმცა ბოლო მომენტში მან სხვა ავტომობილით მგზავრობა გადაწყვიტა.
ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის “ხელმძღვანელი” დენის პუშლინი აცხადებს, რომ “დარია დუგინას სიკვდილში “უკრაინის რეჟიმის ტერორისტები” არიან დამნაშავეები, რომელთა მთავარი სამიზნე ალექსანდრე დუგინი იყო”.
30 წლის დარია დუგინა საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის პოლიტიკური მიმომხილველი იყო, რომელსაც მამამისი ხელმძღვანელობს.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს