Logo

მოსკოვში აცხადებენ, რომ ღამით რამდენიმე რეგიონზე დრონებით შეტევა განხორციელდა

უკრაინა
285
Frontnews image description

7 სექტემბერს ღამით რუსეთის რიგ რეგიონებში აფეთქებები გაისმა.

 

რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში, სამხრეთ სამხედრო ოლქის  შტაბის მიდამოში, მოხდა აფეთქება, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა. შედეგად დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი, ჩაიმსხვრა სამი კორპუსის მინები. დაშავდა ერთი ადამიანიც, რომელმაც უარი თქვა ჰოსპიტალიზაციაზე.

 

ასევე, რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის რამენსკის ურბანულ რაიონში, სავარაუდოდ, დაუდგენელი დრონი განადგურდა. შემთხვევის ადგილზე საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსში მინები ჩაიმსხვრა, ასევე დაზიანდა რამდენიმე მანქანა.

 

რუსული ტელეგრამარხების ინფორმაციით, დრონი სავარაუდოდ, ჟუკოვსკის საერთაშორისო აეროპორტთან ჩამოაგდეს.

 

ამავდროულად, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვის რეგიონში მდებარე საწყობში ძლიერი ხანძარი ჩააქრეს. ხანძრის ფართობი 1 ათას კვადრატულ მეტრზე მეტია. ადგილზე 78 ადამიანი და 26 ცალი ტექნიკა მუშაობს.

 

რამენსკის ოლქი მოსკოვის ცენტრიდან 50 კილომეტრში მდებარეობს.

 

გარდა ამისა, აფეთქებები გაისმა ბრიანსკთან ახლოს, სადაც ოფიციალური პირების მტკიცებით, სამი დრონი განადგურდა, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად კი ნაწილობრივ დაზიანდა ბრიანსკის I-ის რკინიგზის სადგურის შენობა, სადგურის მოედანი და რამდენიმე ვაგონი.

თაგები:

რუსეთი
Advertisement