მოსკოვში დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ყოფილი “გუბერნატორი” დააკავეს, რომელიც გირკინის დაპატიმრებას აპროტესტებდა


ავტორი
Front News საქართველო
მოსკოვის სასამართლოსთან პაველ გუბარევი დააკავეს, რომელიც იგორ გირკინის (სტრელკოვის) დაპატიმრებას აპროტესტებდა.
ამას წინ უძღოდა გუბარევის ერთი პიკეტი პლაკატით “თავისუფლება სტრელკოვს. დიდება რუსეთს”. მან სასამართლოსთან შეკრებილებს სიტყვითაც მიმართა და გირკინი შეაქო.
აღსანიშნავია, რომ ადრე გუბარევი იყო დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის “გუბერნატორი” იყო.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილი ოფიცერი, დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი იგორ გირკინი რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებმა დღეს დააკავეს. დაკავებულის ცოლის თქმით, გირკინი ექსტრემიზმის მუხლით არის დაკავებული.
თაგები:
მოსკოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს