მოსკოვში კრემლზე “თავდასხმის“ გამო პანიკაა – მერმა დრონები აკრძალა


ავტორი
Front News საქართველო
მოსკოვი პანიკაშია 3 მაისის ღამეს კრემლზე “დრონის თავდასხმის” გამო. მოსკოვის ხელისუფლებამ დრონების გაშვება აკრძალა.
“გადაწყვეტილება მიღებულ იქნა უპილოტო საფრენი აპარატების არასანქცირებული გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, რამაც შესაძლოა, გაართულოს სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა“, – წერს მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, რუსეთის კანონმდებლობით უპილოტო თვითმფრინავების უნებართვო გაშვება არის დანაშაული, რომელიც ისჯება ადმინისტრაციულად და სისხლის სამართლის მუხლებით.
3 მაისის ღამეს კრემლის მახლობლად აფეთქებების ხმა გაისმა, რაზეც ინფორმაცია ინტერნეტში მოსკოვის მოსახლეობამ გაავრცელა.
მოგვიანებით, რუსებმა განაცხადეს, რომ თითქოს კრემლზე თავდასხმა დრონებით უკრაინამ სცადა.
ასევე 3 მაისის ღამეს კრასნოდარის მხარეში, ნავთობის საწყობში აფეთქება მოხდა. დღეს დილით კი სანკტ-პეტერბურგთან ახლოს აეროპორტში ხანძარი გაჩნდა.
თაგები:
კრემლი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს