მოსკოვში საბჭოთა კავშირის КГБ-ს უკანასკნელი თავმჯდომარე გარდაიცვალა


ავტორი
Front News საქართველო
მოსკოვში 1 აგვისტოს 84 წლის ასაკში საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (КГБ) უკანასკნელი თავმჯდომარე ვადიმ ბაკატინი გარდაიცვალა.
1983 წელს ბაკატინი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსპექტორი გახდა, 1988 წელს მიხეილ გორბაჩოვმა მას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი შესთავაზა. 1991 წელს ბაკატინი იყო ერთ-ერთი კანდიდატი რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში.
რუსული მედიის ინფორმაციით, ბაკატინის დროს კგბ დაყოფილი იყო რამდენიმე დამოუკიდებელ სპეცსამსახურად, მაგრამ თავად თავმჯდომარე ამის წინააღმდეგი იყო.
ბაკატინს მოსკოვში ტროეკუროვსკის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
თაგები:
რუსეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს