მოწამლულია თუ არა მიხეილ სააკაშვილი, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი

ავტორი
Front News საქართველო
მოწამლულია თუ არა მიხეილ სააკაშვილი, ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება.
როგორც ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა Front News-ს განუცხადა, მესამე პრეზიდენტს ჩაუტარდა ტოქსიკოლოგიური ანალიზი, რომლის პასუხი 21 ოქტომბერს გახდება ცნობილი.
“კვლევა ტარდება და ველოდებით პასუხს“ – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.
ადვოკატების ინფორმაციით, ეჭვი იმის შესახებ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი შესაძლოა, მოწამლული იყოს იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკურნალობის მიუხედავად, ყოველდღიურად უარესდება.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნაზე იქნება დამოკიდებული მიმართავენ თუ არა სასამართლოს სასჯელის გადავადების მოთხოვნით.
“საბოლოო ჯამში, ეს დოკუმენტები ასახვას პოვებს მარიამ ჯიშკარიანის საექსპერტო დასკვნაში. თუ იქნება მძიმე ავადმყოფი მივმართავთ სასამართლოს, თუ არ იქნება მძიმე ავადმყოფი, დღევანდელი ქართული კანონმდებლობით, ვერ მივმართავთ“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ რთულია, ეს ერთი შეხედვითაც ჩანს და ის ხვალ სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი




