
ავტორი
Front News საქართველო
31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს პირდაპირ ეთერში გადაითვლიან. გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
როგორც პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გივი მიქანაძემ განაცხადა, კომისია 12 ე.წ. სპეციალურ მთვლელს დაიქირავებს, რომლებიც კომისიის თანდასწრებით არჩევნების შედეგებს გადაითვლიან.
"მოვითხოვეთ, რომ 12 ე.წ. მთვლელის დაქირავება მოხდეს, რომლებიც ჩვენი თანდასწრებით, პირდაპირ ეთერში განახორციელებენ ამ გადათვლით პროცესს, მაშინ, როდესაც ჩვენ შევთანხმდებით რომელი უბნების გადათვლა ხდება და რა პრინციპით განვახორციელებთ ამ გადათვლას“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.
კონკრეტულად რომელი საარჩევნო უბნების გადათვლა მოხდება და რა რაოდენობით, ამის შესახებ მომდევნო სხდომებზე იმსჯელებენ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს