"მოვითხოვთ ლევან ხაბეიშვილისთვის არასრულწლოვან შვილებთან კომუნიკაციისა და შეხვედრის უზრუნველყოფას"

ავტორი
Front News საქართველო
მოვითხოვთ ლევან ხაბეიშვილისთვის არასრულწლოვან შვილებთან კომუნიკაციისა და შეხვედრის უზრუნველყოფას, - ამის შესახებ განცხადებაში აღნიშნული, რომელიც ლევან ხაბეიშვილის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა პროკურატურაში ჩააბარეს და პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიმართეს.
“საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, პატიმრობის ან წინასწარი დაკავების ფაქტი არ წარმოადგენს იმის საფუძველს რომ ოჯახის წევრებთან, მათ შორის არასრულწლოვან შვილებთან, კომუნიკაცია და შეხვედრა შეეზღუდოს პატიმარს.
საქართველოს კონსტიტუცია, სასჯელაღსრულების კოდექსი, ბავშვთა უფლებების კოდექსი, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია უზრუნველყოფს ოჯახური ცხოვრების, მშობელსა და შვილის კავშირის და შეხვედრების უფლებას, ხოლო ნებისმიერი შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კონკრეტული, ინდივიდუალური და დასაბუთებული საფუძვლით, რაც არ არსებობს ლევან ხაბეიშვილის შემთხვევაში.
გაუგებარია ბავშვებთან კომუნიკაციის ან შეხვედრის აკრძალვა რას ეფუძნება ან/და რას ისახავს მიზნად. გარდა იმისა, რომ ეს შეზღუდვა არის პოლიტიკური აქტი და იარაღი პოლიტიკოსის წინააღმდეგ.
მოვითხოვთ უზრუნველყოთ ლევან ხაბეიშვილის არასრულწლოვან შვილებთან კომუნიკაცია, მათ შორის: სატელეფონო ზარები; ვიდეოკომუნიკაცია; წერილობითი მიმოწერა. ჩაინიშნოს და განხორციელდეს არასრულწლოვან შვილებთან შეხვედრა, როგორც ხანმოკლე, ასევე გრძელვადიანი პაემნის სახით, ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით.
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ აღნიშნული საკითხი უკავშირდება ბავშვის საუკეთესო ინტერესს, ოჯახური ცხოვრების უფლებას და კანონმდებლობით გარანტირებულ მინიმალურ სტანდარტებს. ამიტომ მოვითხოვთ სწრაფ რეაგირებას!
წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთ ბავშვთა უფლებების დამცველ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს", - აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


